მხატვრული დეტალებით სავსე ჯადოსნურ გარემოში, რომელიც მარიონეტებით მოთხრობილ უამრავ ისტორიას ინახავს, მონაწილეებს შესაძლებლობა ეძლევათ, პროფესიონალი მხატვარ-კერამისტის ხელმძღვანელობით შექმნან რეზო გაბრიაძის სამყაროს ვიზუალური ენით შთაგონებული კერამიკული ფილა - ისეთი, როგორიც გაბრიაძის თეატრის საკულტო საათის კოშკს ამშვენებს.
შემოუერთდით რეზო გაბრიაძის კერამიკის მოხატვის მასტერკლასს და შექმენით საკუთარი კერამიკული ფილა. მასტერკლასის დაწყებამდე მოისმენთ მოკლე ისტორიას რეზო გაბრიაძის, მისი კერამიკული ხელოვნებისა და იმ შემოქმედებითი იდეების შესახებ, რომლებიც დღემდე შთააგონებს თეატრის კერამიკის სახელოსნოს.
ფორმატი
- მცირე ჯგუფები - მაქსიმუმ 8 მონაწილე
- ხანგრძლივობა: 1.5 - 2 საათი
- პროფესიონალური კერამიკული მასალები და მხატვარ-კერამისტის ინდივიდუალური მხარდაჭერა მთელი პროცესის განმავლობაში
- თითოეული ნამუშევარი გამოიწვება ღუმელში და 3-5 დღეში იქნება მზად
- ყველა ნამუშევარი გადმოგეცემათ სპეციალურ ბრენდირებულ შეფუთვაში
გახდით ამ უნიკალური შემოქმედებითი ტრადიციის ნაწილი და თან წაიღეთ საკუთარი ხელით შექმნილი კერამიკული ფილა.
ყველა სტუმარი სახლში საკუთარი ნამუშევრით ბრუნდება, თუმცა ბევრს თან მიაქვს კიდევ ერთი განსაკუთრებული განცდა — თითქოს ამ ორი საათის განმავლობაში თავადაც რეზო გაბრიაძის ერთ-ერთი ჯადოსნური ისტორიის ნაწილი გახდა.
ჩატარდება ქართულ და რუსულ ენაზე.